Saturday, March 5, 2016

მუშაობის მე-9 დღე

დავასრულე  პროექტის  პორტფოლიოს  სრულყოფა.  კიდევ  ერთხელ  გადავხედე  ყველა  მასალას  და  გამოვაქვეყნე  ჩემ  ბლოგზე.  წარვუდგინეთ  ერთმანეთს  ნამუშევრები  და   შევაფასეთ  დადებითად.
    ტრენინგი  იყო  ძალიან  საინტერესო.  ბევრი  რამ  ვისწავლეთ.  ტრენერი,  ხათუნა  რუსიეშვილი,  არის  პროფესიონალი  და  გულისხმიერი  ადამიანი,  მასთან  მუშაობა  სასიამოვნო  იყო.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Sunday, February 28, 2016

ტრენინგის მერვე დღე

განვიხილეთ, როგორ შევქმნათ  სასწავლო  გარემო  პრესენტაციისთვის,გავიაზრეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების  პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რათა ხელი შევუწყოთ მოსწავლეს სასწავლო ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენებისათვის.

Saturday, February 27, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

დავამთავრე მოსწავლეთა  პრეზენტაცია და გამოვაქვეყნე  ბლოგზე. გავეცანი  მე-6 მოდულს, რომელიც ითვალისწინებს დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისთვის.მუშაობისას გავითვალისწინებ ,რა სჭირდება მოსწავლეებს  რომ ისწავლონ ან მიიღონ საჭირო ინფორმაცია. გავიაზრე და გავეცანი სწავლის სხვადასხვა სტილს.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია


Sunday, February 21, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

შევადგინეთ  სწავლების  პტოცედურების  მონახაზი, განვიხილეთ შეფასების  პროცესში  მოსწავლეთა  ჩართვასთან  დაკავშირებული  სირთულეები  და  მათი  დაძლევის  გზები.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - გაზეთი

Saturday, February 20, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

დავასრულე პორტფოლიოს პრეზენტაცია და  გამოვაქვეყნე. ვიმუშავე  გაზეთის   მომზადებაზე. დღევანდელი  ტრენინგი  საინტერესო  დანაყოფიერი  იყო.

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია


Sunday, February 14, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

გავეცანით  შეფასების  სტრატეგიებს. განვიხილეთ  შეფასების  სხვადასხვა  ფორმა.
მოვიფიქრეთ  როგორ  გამოვიყენებთ  ამ  მეთოდებს  ჩვენს  თემაში.  დავფიქრდით  შეფასების  შესაბამისი  სტრატეგიების  გზებზე, ავირჩიე  მოსწავლეზე  ორიენტირებული  შეფასების  ფორმების  სტრატეგიები.  გამოვიყენეთროგორც  განმავითარებელი, ასევე  განმსაზღვრელი  შეფასებები, რომელთა  მიზანია  მასალის  გაგების,  ათვისების  ხარისხის  შემოწმება  სტანდარტთან  შესაბამისობაში.

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მესამე დღე

დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმის შედგენაზე , რომელსაც მივუსადაგეთ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტები. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. დღევანდელი ტრენინგიც დატვირთული , შინაარსიანი და მიზნობრივი იყო

Sunday, February 7, 2016

ტრენინგის მეორე დღე

ვისაუბრეთ , როგორ უნდა დავგეგმოთ პუბლიკაცია. გავაკეთეთ საქაღალდე, ვისწავლეთ, როგორ მოვამზადოთ ბუკლეტი და გაზეთი პროექტისთვის. დღევანდელი დღე დატვირთული და შინაარსიანი იყო.

Saturday, February 6, 2016

ტრენინგის პირველი დღე

დღევანდელი  მუშაობა  ძალიან  საინტერესო  იყო.ვისაუბრეთ   ინტელის  მიზნენზე  და  ამოცანებზე.დავათვალიერეთ  წარმატებული  პროექტები  მასწავლებელთა  ბლოგებზე.შევადგინეთ მუშაობის გრაფიკი დავგეგმე მომდევნო დღე.