Saturday, March 5, 2016

მუშაობის მე-9 დღე

დავასრულე  პროექტის  პორტფოლიოს  სრულყოფა.  კიდევ  ერთხელ  გადავხედე  ყველა  მასალას  და  გამოვაქვეყნე  ჩემ  ბლოგზე.  წარვუდგინეთ  ერთმანეთს  ნამუშევრები  და   შევაფასეთ  დადებითად.
    ტრენინგი  იყო  ძალიან  საინტერესო.  ბევრი  რამ  ვისწავლეთ.  ტრენერი,  ხათუნა  რუსიეშვილი,  არის  პროფესიონალი  და  გულისხმიერი  ადამიანი,  მასთან  მუშაობა  სასიამოვნო  იყო.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Sunday, February 28, 2016

ტრენინგის მერვე დღე

განვიხილეთ, როგორ შევქმნათ  სასწავლო  გარემო  პრესენტაციისთვის,გავიაზრეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების  პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რათა ხელი შევუწყოთ მოსწავლეს სასწავლო ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენებისათვის.

Saturday, February 27, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

დავამთავრე მოსწავლეთა  პრეზენტაცია და გამოვაქვეყნე  ბლოგზე. გავეცანი  მე-6 მოდულს, რომელიც ითვალისწინებს დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისთვის.მუშაობისას გავითვალისწინებ ,რა სჭირდება მოსწავლეებს  რომ ისწავლონ ან მიიღონ საჭირო ინფორმაცია. გავიაზრე და გავეცანი სწავლის სხვადასხვა სტილს.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია


Sunday, February 21, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

შევადგინეთ  სწავლების  პტოცედურების  მონახაზი, განვიხილეთ შეფასების  პროცესში  მოსწავლეთა  ჩართვასთან  დაკავშირებული  სირთულეები  და  მათი  დაძლევის  გზები.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - გაზეთი